Sunday, May 27, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება: 
     ეგვიპტის პირამიდები და მათემატიკა.
 2. პროექტის მთავარი იდეა:
     გაეცნონ უძველესი ეპოქის ადამიანების მიერ,ტექნიკის არარსებობის პირობებში     შექმნილ უდიდეს საოცრებებს, პირამიდებს , რიმელთა უკან უზარმაზარი მათემეტიკური ცოდნის რეალიზაციის უნარი იმალება.
 3. პროექტის აქტუალობა:
     ნათლად ჩანს მათემატიკის უდიდესი როლი კაცობრიობის ისტორიაში.
 4. პროექტის მიზნები:
     მოსწავლეებმა განავითარონ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, თანამშრომლობის  უნარი,საინტერესო და საჭირო მასალის მოძიების, დალაგების, დახარისხების უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი, შეიტანონ მრავალფეროვნება სასწავლო პროცესში და გამოხატონ ინტერესი მათემატიკისადმი,
 5. მონაწილეთა ასაკი:
     15 წელი
 6. ვადები/ხანგრძლივობა:
     სამი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტში ინფორმაციას ეგვიპტის პირამიდების შესახებ, გამოიკვლევენ მათი შექმნის ისტორიას, აღმოაჩენენ მათემატიკის, არქიტექტურის, გეოგრაფიის, ისტორიის კავშირებს.შექმნიან სლაიდ–შოუს და წარუდგენენ აუდიტორიას.
 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
     კომპიუტერი, ინტერნეტი.
 9. პროექტის მსვლელობა:
     კლასი დაიყო ორ ჯგუფად. I ჯგუფს დაევალათ მოეძიათ საინტერესო ინფორმაცია ძველი ეგვიპტის შესახე ა) ეგვიპტის ადგილმდებარეობა; ბ) პირამიდების ეპოქა; (რატომ იყო მნიშვნელოვანი) გ) ფოტოსურათები; დ) შეედგინათ ცხრილი და აღმოეჩინათ პირამიდებს შორის მსგავსება განსხვავების შესახებ; II ჯგუფს დაევალათ მოიძიონ მასწავლებლის მიერ მითითებულ საინფორმაციო საშუალებებში ყველაფერი ის, რაც დაკავშირებული იქნება პირამიდებთან, გაამახვილონ ყურადღება მათემატიკურ მხარესთან. მიაქციონ ყურადღება ტერიტორიის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, სადაც პირამიდებია განლაგებული. ორივე ჯგუფს დაევალა მოძიებული მასალები შეადარონ ერთმანეთს, რათა არ მოხდეს საკითხების განმეორება. შეადგინონ ცხრილი, რომელშიც აღნიშნული იქნება მსგავსება და განსხვავება პირამიდებს შორის. შექმნან სლაიდ–შოუ და მოამზადონ მიღებული შედეგების პრეზენტაცია.
 10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
      პირამიდების გაცნობისას ნათლად დაინახავენ ,თუ როგორ ახდენდნენ ადამიანები მათემატიკური ცოდნის გამოყენებას, მის კავშირს არქიტექტურასთან, გეოგრაფია–ისტორიასთან, ბიოლოგიასთან.
 11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
        ნინო ნიკოლაშვილი
 12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
         Ninonikolashvili5@gmail.com
 13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
   http://ninonokolashvili5.blogspot.com/